სასტუმრო "ალაზნის ველი" მდებარეობს ქალაქ თელავში, ისტორიული ცენტრიდან 1 კმ დაშორებით. სასტუმროს დიზაინი თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი. სასტუმროში 19 კეთილმოწყობილი ნომერია, მათ შორის ლუქსი და ნახევარლუქსი.
სარესტორნე კომპლექსი „კახური ეზო“ თელავის შემოსასვლელში მდებარეობს. იგი გადაწყვეტილია ძველ ქართულ სტილში. კომპლექსი რამოდენიმე შენობას მოიცავს: მცირე მყუდრო სასტუმროს ძველებური ბუხრებით და სასტუმრო დარბაზით, დარბაზს არყის სახდელით, ე.წ. „ზავოდს“, მარანს, სადაც შესაძლებელია ქვევრის პირას კახური ღვინის დაჭაშნიკება.
სასტუმრო „ლიზი“ მდებარეობს თელავის პრესტიჟულ უბანში ტყის პირას. მისი აივნებიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ქალაქზე და კავკასიონის მთებზე. სასტუმროში 24 მყუდრო და კომფორტული ნომერია.
რესტორანი „ძველი თელავი“ დახვეწილი ინტერიერით და ელეგანტური სტილით გამოირჩევა. აქ შეგიძლიათ იგემოთ ქართული და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების უგემრიელესი კერძები ლამაზი გაფორმებით. გამოცდილი მზარეული ასევე შემოგთავაზებთ საფირმო და ექსკლუზიურ კერძებს. რესტორანში მუშაობს ბარი სასმელების ფართო ასორტიმენტით. რესტორანს 2 დარბაზი გააჩნია სადაც შესაძლოა კერძო და კორპორატიული ღონისძიებების მოწყობა.
ექსპო-კახეთი არის თელავში მდებარე საგამოფენო ცენტრი, რომელიც, თავის მხრის, წარმოადგენს თბილისის გარეთ მდებარე პირველ და ერთადერთ მუდმივმოქმედ საგამოფენო სტრუქტურას. კომპანია სთავაზობს თავის კლიენტებს არა მარტო საგამოფენო ფართს, არამედ მომსახურებათა კომპლექსს მიმართულს დაეხმაროს კლიენტს დაიწყოს ან/და განავითაროს თავისი ბიზნესი კახეთის რეგიონში.

Page design & Web Development made by ikajava